მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მგონია, საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე, მსოფლიოში მთავარი გამოწვევა არის ომი“ - ირაკლი ზარქუა ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე

პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე საუბრობს. მისი თქმით, სავარაუდოდ, მათი საუბრის თემა იყო ომი, რადგან ახლა მსოფლიოში მთავარი გამოწვევა სწორედ ესაა.

„კარგია, რომ ორივე მხარე შეჯერდა, შეთანხმდა და თურმე აღმოჩნდა, რომ ნამდვილად შედგა ეს შეხვედრა. ფაქტია, რომ ქალბატონი ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა ეს შეხვედრა და გრძელდებოდა სამი საათი. არ მგონია, რომ აქ საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე, ან რაღაც მეათეხარისხოვან თემებზე. ჩვენი, ასევე, მთელი რეგიონის და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა არის ომი, სადაც არის რუსეთი აგრესორი და იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს. სავარაუდოდ, გონივრული ეჭვი არსებობს, რომ საუბარი ამაზე იყო, თუმცა ვერ ვადასტურებ. დაველოდოთ, რაზე იყო საუბარი“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს“ - ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მიმართავს

👉 „ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში მომავლისთვის გაუგებარია“ - ედუარდ სააკაშვილი

👉 „საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, ვეღარ გავიგე, პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს“ - თეა წულუკიანი

👉 „ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო...დაიცვან ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“ - სოსო გოგაშვილი

👉 „ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ - პაატა მანჯგალაძე იაგო ხვიჩიას