მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეხვედრის თემა რა იქნებოდა - არაფერი, რა ომის დაწყება, ხალხნო“ - პაატა მანჯგალაძე ივანიშვილი-დეგნანის შეხვედრაზე

„რეფორმების ჯგუფის“ წევრი პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის თემა იქნებოდა ის, რომ ივანიშვილი დე ფაქტო მმართველია და აინტერესებდათ მისი პოზიციები. მანჯგალაძის თქმით, არანაირ ომზე არ იქნებოდა საუბარი.

„არცერთ შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესი არ არის, საქართველო რუსეთთან ჩაერთოს ომში. მით უმეტეს, მაღალი ალბათობით საქართველო დიდხნიან წინააღმდეგობას ვერ გაუწევს დასავლეთის აშკარა დახმარების გარეშე.

შეხვედრის თემა რა იქნებოდა - არაფერი. ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო მმართველია, აინტერესებდათ ალბათ მისი პოზიციები. ამაზე იქნებოდა, რა ომის დაწყება, ხალხნო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „არ მგონია, საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე, მსოფლიოში მთავარი გამოწვევა არის ომი“ - ირაკლი ზარქუა ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე

👉 „ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს“ - ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მიმართავს

👉 „ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი, მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში მომავლისთვის გაუგებარია“ - ედუარდ სააკაშვილი

👉 „საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, ვეღარ გავიგე, პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს“ - თეა წულუკიანი

👉 „ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო...დაიცვან ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“ - სოსო გოგაშვილი