მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთ გუნდს „სატანკო ბიატლონზე“ ტანკი გაუფუჭდა

სატანკო ბიატლონი

მოსკოვის მახლობლად გამართული შეჯიბრებიდან, „სატანკო ბიატლონიდან“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მეორე გუნდის დისკვალიფიკაცია მოხდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გუნდს ტანკი გაუფუჭდა.  ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ტანკი შეჯიბრის დაწყებისას მწყობრიდან გამოვიდა და ის სხვა მანქანით შეცვალეს. მაგრამ მალევე მეორე ტანკიც გაფუჭდა, რის შემდეგ გუნდი შეჯიბრიდან მოხსნეს.

„სატანკო ბიატლონი“ მოსკოვის ოლქში, ალაბინოს პოლიგონზე ტარდება. მასში რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ლაოსის, ზიმბაბვეს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წინა წლებში ჩატარებული სატანკო ბიატლონის რამდენიმე გამარჯვებული უკრაინაში დაიღუპა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „გავრილოვის ღამე“ მიღებული ტერმინია, კონკრეტულ დეპუტატებს რომ რაღაც ტერმინები არ მოეწონათ, მიუთითებს, რომ არ გააჩნიათ ელჩის მიმართ ნამდვილი პრეტენზიები - სანდრო რაქვიაშვილი

👉 რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა, გააჩერონ

👉 „მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს“ - სოსო გოგაშვილი

👉 „ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა, ეს არის პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია - იაგო ხვიჩია

👉 „ქერჩის ხიდი უნდა დაინგრეს, არ აქვს მნიშვნელობა რუსების ნებაყოფლობით მოხდება თუ არა“ - მიხაილო პოდოლიაკი