მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

სიკვდილით დასჯა

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კიდევ ორი ახალგაზრდა კაცი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას New Yourk Post-ი ავრცელებს. 

ირანის სასამართლოს დადგენილებით, მოჰამად ქარამიმ და მოჰამად ჰოსეინიმ ირანის რევოლუციური გვარდიის დანაყოფის, „ბასიჯის“ წევრი რუჰოლა აჯამიანი მოკლეს. 

ახალგაზრდა კაცებს განაჩენი ირანის რევოლუციურმა სასამართლომ გამოუტანა და ის უკვე აღასრულეს. 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კადრები გაავრცელა, სადაც კაცები მკვლელობას აღიარებდნენ. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იძულებითი აღიარება იყო. 

ირანში სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით სრულდება.

ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი ირანის „ზნეობის პოლიციამ“ ქალებისთვის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის შეუსრულებლობის გამო დააკავა. 

აქციების დროს დაღუპულია სულ მცირე  517 მომიტინგე და დაკავებულია 19200-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️  რუსი ჰაკერები აშშ-ის სამ ბირთვულ ლაბორატორიას თავს დაესხნენ - Reuters

✔️  აშშ-ში 6 წლის ბავშვმა მასწავლებელი დაჭრა

✔️  ნიუ-იორკში საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს

✔️  პენტაგონი - პუტინის საშობაო ზავის შემდეგ რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს

✔️ „ქრისტეს შობა ადამიანებს კეთილი საქმის კეთებას შთააგონებს“ - პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ხარების ტაძარში დაესწრო

✔️ რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა

✔️ ადგილები, სადაც ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია