მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავარია გადარჩე“ - ჟირინოვსკის შვილი მამამისის ჯანმრთელობის შესახებ

ვლადიმერ ჟირინოვსკი და იგორ ლებედევი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის შვილი იგორ ლებედევი ფეისბუკში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მამამისის ჯანმრთელობაზე წერს. „მთავარია გადარჩე“ - წერს ჟირინოვსკის შვილი. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს. 

მისი პოსტს თან ერთვის სტატუსი - „საგანგაშო მდგომარეობა“.  ამასთანავე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ ჟირინოვსკის მდგომარეობა სტაბილურია და მას ყველა აუცილებელი მკურნალობა უტარდება.

იგორ ლებედევი წარსულში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი იყო. მშობლებმა მას გვარი სპეციალურად შეუცვალეს, რათა პოლიტიკოსის სახელი ვლადიმერ ჟირინოვსკისთან არ ასოცირდებოდეს. 

9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი კრემლის ცენტრალურ კლინიკაში „ომიკრონით“ გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით გადაიყვანეს.

ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატთან არის მიერთებული, ექიმები კი ვერანაირ კონკრეტულ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ.

14 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის თავის ტვინის ანთება აქვს, მაგრამ პარტიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  ჟირინოვსკის თავის ტვინის შეშუპება არ აქვს - თანაპარტიელები

🔴  რუსეთში დიმიტრიევსკის მონასტერში ჟირინოვსკის ჯანმრთელობისთვის ილოცებენ

🔴  ჟირინოვსკი საავადმყოფოში ახლობლებს ვეღარ ცნობს

🔴  ჟირინოვსკი, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ