მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პესკოვის განცხადებით, მობილიზაციის გამოცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ არის საჭირო ყურადღება მიექცეს

პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის სავარაუდო გაგრძელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, არ არის საჭირო ყურადღება მიექცეს. ამის შესახებ პროსამთავრობო მედიასაშუალება „ტასი“ იტყობინება. 

„არ არის საჭირო ზოგადად ტელეგრამის არხებისთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭება. მთავარი წყარო არის ოფიციალური ხელისუფლება, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს“, - აცხადებს პესკოვი. 

პესკოვმა თქვა, რომ „მობილიზაციის შესახებ ყველაფერი არაერთხელ ითქვა“. 

2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. 28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტს მოახსენა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ. 

ამასთან, კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მობილიზაციის კვლავ გამოცხადების საფუძველი არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - რომის პაპი უკრაინის კონფლიქტზე

👉 ნატო-რუსეთის ურთიერთობებში პრობლემები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც იქნება - სტოლტენბერგი

👉 პუტინის ენერგეტიკული გამბიტი იშლება, გაზის საწყობები კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა - Bloomberg

👉 აშშ-ში ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში ჯაშუში ანა მონტესი გაათავისუფლეს - BBC

👉 „ჩემი ძველი მეგობარი ზელენსკი როლში ზედმეტად შეიჭრა“ - კირკოროვი დასანქცირებაზე

👉 ვოლოდინი აცხადებს, რომ უცხოური კომპანიების თითქმის 70%-ზე მეტი რუსეთში დარჩა

👉 ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა - Reuters

👉  უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა