მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში გასამართლებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა განაჩენი გაასაჩივრა

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი

რუსეთის გასამართლებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა ბრიტნი გრაინერმა განაჩენი გაასაჩივრა. გრაინერი მოსკოვის ხიმკის რაიონის სასამართლომ ნარკოტიკების კონტრაბანდისა და შენახვისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

დაცვის მხარის შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ის კალათბურთელის გამართლებას ან სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვს.

ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის გრაინერის შესაძლო გაცვლაზე მოლაპარაკება მიდის. მედიის ცნობით, კალათბურთელი ქალი, შესაძლოა აშშ-ში გასამართლებულ ვიქტორ ბუტში გაცვალონ.

ამ საკითხზე მოლაპარაკების მიმდინარეობა რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იბრძვიან, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს - პუტინი  

✔️ როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

✔️ „ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის

✔️ სროლის და შემდგომი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა - შემთხვევა ეკვადორში