უცხოეთი

როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

ცნობილი ნოველისტი სალმან რუშდი
1660558928
დაკოპირებულია

ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელი ნოველისტის სალმან რუშდის აგენტი რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ნოველისტის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება. 

მისივე ინფორმაციით, აღარ არის იმის საჭიროება, რომ ცნობილი ნოველისტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყოს. 

„ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს, გამოჯანმრთელების გზა დაიწყო“, - აცხადებს რუშდის აგენტი ენდრიუ უაილი, „როიტერისთვის“ გაგზავნილ ელფოსტაში, სადაც ის რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. 

„დაზიანებები მძიმეა, მაგრამ მისი მდგომარეობა სწორი მიმართულებით მიდის, გამოჯანმრთელების გზა ხანგრძლივი იქნება“, - დასძინა ენდრიულ უაილმა.  

შეგახსენებთ, 75 წლის რუშდი 12 აგვისტოს  ნიუ-იორკში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. მისმა აგენტმა განაცხადა, რომ მას დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, მას ასევე დაზიანებული ჰქონდა თვალი. თავდამსხმელი 24 წლის ჰადი მატარია. 

თავდამსხმელი ბრალს არ აღიარებს. 

ამავე თემაზე: 

🔴 „არავის აქვს უფლება, მომხდარში ირანი დაადანაშაულოს“ - ირანი სალმან რუშდის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს

🔴  ცნობილი მწერალი სალმან რუშდი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს