მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა ნატოს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება და კიევთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება მოუწოდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

კულებას თქმით, მსგავსი ქმედება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის შესაძლო აგრესიის შესაჩერებლადაა საჭირო. 

„ჩვენ მოვუწოდებთ მოკავშირეებს შეუერთდნენ უკრაინას, რათა შეადგინონ შემაკავებელი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დმიტრო კულებამ რიგაში ნატოს კოლეგებთან მოლაპარაკებებზე ჩასვლისას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის აგრესია ძვირად დაუჯდება.

„რუსეთს ნებისმიერი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირად დაუჯდება და სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მოუტანს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. პარალელურად დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტები უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტევებს ახორციელებენ. 

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს