კონფლიქტები

„ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი
1636101700
დაკოპირებულია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახალხო ერთობის დღის აღსანიშნავად ოკუპირებულ ყირიმს ეწვია.

სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილი იქნება.

„ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნა ისტორიული ერთიანობა. ეს ცოცხალი და განუყოფელი კავშირი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, რა თქმა უნდა, აქ, სევასტოპოლში, ყირიმში. ის სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება, რადგან ეს არის ჩვენი ხალხის სუვერენული, თავისუფალი და შეუპოვარი ნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთმა უკრაინისგან ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიული პროტესტი გამოხატა ანექსირებულ ყირიმში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო.

ქართველი მოჭადრაკე

„დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი... მთელი კარიერის მანძი...

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკელი მოსამართლის მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ Netflix-ის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილებას ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს. 
სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის კოვიდ 19-ის ტესტის პასუხის ვადასთან დაკავშირებით, რომელიც მან ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობისთვის ავსტრალიაში შესასვლელად გამოიყენა, ეჭვები გაჩნდა. ტესტი გათვალისწინებული იყო იმისთვის, რომ ის არავაქცინირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლებულიყო. თუმცა, BBC-ის მიერ მოძიებული 16 დეკემბრის აღებული ტესტის სერიული ნომერი არ ემთხვევა ამავე პერიოდში სერბეთში აღებული ტესტის სერიულ ნომერს.
1643371822
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე მისი მორიგი განცხადება ვრცელდება. 
1643368085
„თუ ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
1643361677
აჭარაბეთზე საოცნებო პრიზების გათამაშება  უკვე ერთი კვირაა რაც ყოველდღიურად მიმდინარეობს, ამასობაში გათამაშდა ერთ-ერთი საოცნებო პრიზი - Maserati Ghibli !
1643373395
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„ომი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსს ან რუსეთს თავს დაესხმები...
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკს ომის არანაირი ინტერესი არ აქვს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 
„დავით ღონიაშვილი ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით გამოირჩეოდა, მივაძახე...
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაჯის საათის წართმევის ეპიზოდს კიდევ ერთხელ იხსენებს და აღნიშნავს, რომ კლინიკის დირექტორის მრჩეველი დავით ღონიაშვილი მის მიმართ სიძულვილით გამოირჩეოდა, რის გამოც მას ჩანაწერების შენახვა სთხოვა.