მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

ვოლდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი

უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე ოთხმხრივი (უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია) სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული  "ნორმანდიის" სამშვიდობო მოლაპარაკებებით და ცდილობს, რომ პროცესი ჩაშალოს.

„მისი ქმედებებით, რუსეთი უბრალოდ ამთავრებს ნორმანდიულ ფორმატს, აჩვენებს, რომ არ არის დაინტერესებული მისი განვითარებით და რა თქმა უნდა, ძირს უთხრის თავის სანდოობას“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. დონბასის სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის ყოველდღიურად ხდება შეტაკება. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი