მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამხელა მოცემულობის სანქცირებული ნავთობის გატანა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე“ - დავით არახამია

ზელენსკის ოფისის წევრი დავით არახამია

„ამხელა მოცემულობის სანქცირებული ნავთობის გატანა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე“, - ასე ეხმაურება  უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამია სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერის შემოსვლას ბათუმის ნავსადგურში. 

მისი თქმით, ყველა გადარიცხვა და ფულის მოძრაობა სპეციალური ჯგუფის მიერ  შეისწავლება.

ამასთან, დავით არახამია იმედოვნებს, რომ სიმართლე დადგინდება და ყველაფერს მალე აეხდება ფარდა. 

„მინდა კომენტარი გავაკეთო იმ ტანკერზე და სანქცირებულ ნავთობზე, რომელიც ამ დრომდე რჩება ბათუმში. მოვისმინე ოფიციალური თბილისის განმარტება, რომელიც არც თუ ისე დამაჯერებელია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ რუსეთს აქვს წვდომა პორტებთან და მაგალითად ამ ნავთობის გადატვირთვა მათ შეეძლოთ  ნოვოსიბირსკის პორტიდან.

ვიცი რომ მოპარული მარცვლეულის ნაწილი ოკუპირებული მარიუპოლიდან უკვე მიემართება სხვადასხვა პორტებისკენ. ყველამ ერთად მოვისმინეთ ივანიშვილის და ევტუშენკოვის უკვე სანქცირებული პირის სატელეფონო საუბარი, სადაც ისინი განიხილავენ ამ მარცვლეულის სხვადასხვა გზების გადატანის საკითხს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საუბარი იმ მარცვლეულზე, რომელსაც უკრაინიდან იპარავენ და იგივე ხდება ნავთობზე.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამხელა მოცემულობის სანქცირებული ნავთობის გატანა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე, ვიღაცამ ამის ნებართვა გასცა. დატვირთვა, დაყოვნება, პორტში შესვლა ყველაფერი ეს შესწავლის საგანია. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რა ბიზნესს ინტერესები იკვეთება.

ყველა გადარიცხვა და ფულის მოძრაობა შეისწავლება  სპეციალური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც აშშ-ის, ასევე, ევროკავშირის სპეცსამსახურები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე მალე დადგინდება და ჩვენ ყველანი ვნახავთ რა ხდება რეალურად.

არაერთხელ ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლება შემჩნეულია რუსეთთან თანამშრომლობაში, აქვე უნდა აღვნიშნო, ყოველივე ეს არ ეხება ქართველ ხალხს ვიცი, რომ ბიზნესებიც კი უარს აცხადებენ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე რადგან ხვდებიან, ამით აგრესორ ქვეყანას ეხმარებიან. იმავეს თქმა არ შემიძლია საქართველოს ხელისუფლებაზე, ამიტომ ყველა ამ პროცესს ფარდას ავხდით იმისათვის რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს ვისთან და რასთან აქვთ საქმე“, - აცხადებს უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

შეგახსენებთ, ბათუმის პორტში 2 დღის განმავლობაში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი იდგა. საუბარია სავარაუდოდ სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა - ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან.

ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის შემოტანას ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც დაადასტურა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„ეს არის საერთაშორისო სკანდალი და დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება“ - რომან გოცირიძე

👉 ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის შემოტანას ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს

👉 „საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“ - დავით არახამია

👉 „ამ გემის უკან დგას, წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობიშვილი“ - ელენე ხოშტარია