მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის საერთაშორისო სკანდალი და დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება“ - რომან გოცირიძე

ენმ-ს წევრი

„ეს არის საერთაშორისო სკანდალი და დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება“, - ამის შესახებ ენმ-ს დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბათუმში, რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტით დატვირთული ტანკერის შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. 

რომან გოცირიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი უნდა იქნეს შესწავლილი დაუყოვნებლივ და უნდა გაირკვეს, ეს იყო პირველი შემთხვევა თუ რეგულარული ხასიათი ჰქონდა.

„ეს არის საერთაშორისო სკანდალის თემა და ამიტომ დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ, რა ხდებოდა და რომელი კომპანიის სახელზე მოდიოდა ტვირთი საქართველოში. ის ახსნა, რომ თურმე ტანკერი უნდა შემოსულიყო ბათუმში, უნდა დაცლილიყო, 1 საათია ხოფამდე და ტრაბზონის პორტამდე, რა საჭირო იყო ბათუმში შენახვის რეჟიმში ტერმინალში ამ ნავთობის ჩასხმა, ის საჭიროება იყო, რომ მოხდებოდა ნავთობის შერევა და შემდეგ, როგორც ყაზახური, ან სხვა ქვეყნის ნავთობი, გაიყიდებოდა ევროპის ბაზრებზე“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 

შეგახსენებთ, ბათუმის პორტში 2 დღის განმავლობაში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი იდგა. საუბარია სავარაუდოდ სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა - ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან.

ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის შემოტანა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც დაადასტურა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ამხელა მოცემულობის სანქცირებული ნავთობის გატანა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე“ - დავით არახამია

👉 „ამ გემის უკან დგას, წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობიშვილი“ - ელენე ხოშტარია

👉 ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის შემოტანას ეკონომიკის მინისტრი ადასტურებს

👉 „საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში“ - დავით არახამია