მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ გემის უკან დგას, წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობიშვილი“ - ელენე ხოშტარია

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბათუმის პორტში, სანქცირებული შემოსულ გემის შემოსვლასთან დაკავშირებით  ბრიფინგი გამართა.

ხოშტარიამ აღნიშნა, რომ გემი სანქცირებული ტვირთით წინასწარი შეთანხმების გარეშე ამხელა მანძილზე ვერ წამოვიდოდა.

ხოშტარიას თქმით ადგილი აქვს სანქციების თავიდან არიდების მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც გემებს წარმოშობის ისტორიას უცვლიან.  

მისივე განცხადებით, ამ ფაქტის უკან დგას, წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობიშვილი.

„უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კილომეტრს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ.

პორტში შემოსვლის მომენტისთვის, ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება. მათ შორის საბაჟო, რომელიც მერე იტყუებოდა, რომ თითქოს შეხება არ ჰქონია.  სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხვდებოდა პორტში. 

რა უნდოდა ახლა პორტში ამ გემს. სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი ხდება ასე, რომ შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას იმისთვის, რომ მერე გაგრძელდეს  და წაიღონ მერე ეს ტვირთი სხვაგან. ნიშანდობლივია, რომ ეს გემი აქ იდგა ორი დღე. ხელისუფლებამ დაადასტურა ამ გემის აქ ყოფნა. ამ გემზე დაიწყო საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც  ეს ყველაფერი გაცხადდა, როგორც უკრაინულ ისე ქართულ პრესაში. ამის უარყოფა იყო უკვე აბსოლუტურად შეუძლებელი.

ასევე საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ 2020 და 2021 წელს ამერიკის სენატორებმა მიმართეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს, და მათ დააფიქსირეს, ვციტირებ, „ნავთობის უკანონოდ ვაჭრობის სამიზნე, ისევ გახდა ბათუმის პორტი“. ეს არის სენატორების სიტყვა 2020 წელს და 2021 წელს.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და ამ მექანიზმის უკან დგას, წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობიშვილი, რომელიც საქართველოში დაკავებული არის ნავთობის ბიზნესით.  რომელმაც 2014 წელს „როსნენფტთან“ მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი და მისი კომპანიის 49% შეისყიდა „როსნეფტმა“. სანქციების შემდეგ გადააკეთეს ფორმალური საბუთები, ეს არის ღია ინფორმაცია. რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით და ბორენკას ეძახდა. საქართველოს მხრიდან ამაში ჩართულია ის არაფორმალური პირამიდა ეკონომიკის გარყვნილი მართვის, რომელიც არის დაკავშირებული და შესასწავლია უჩა მამაცაშვილისა და ლილუაშვილის როლი ამ საქმეში. იმიტომ, რომ ფაქტია, სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს  ტვირთი და მიიღეს ქართულ პორტში.

ამ ყველაფრის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, არ დაედოს სანქცია ქვეყანას და დასანქცირდნენ კონკრეტულად ის პირები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების  წინააღმდეგ ქვეყანას აგდებენ ამ მდგომარეობაში“,  - განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში 2 დღის განმავლობაში რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი იდგა. საუბარია სავარაუდოდ სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს თურქული დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა - ESEN KA-მ შემოიტანა საქართველოში. ESEN KA 24 ივნისს გამოვიდა რუსეთის პორტ ტუაფსედან.

ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის შემოტანა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც დაადასტურა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „ამხელა მოცემულობის სანქცირებული ნავთობის გატანა შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე“ - დავით არახამია

👉 „ეს არის საერთაშორისო სკანდალი და დღესვე უნდა დაიწყოს გამოძიება“ - რომან გოცირიძე

👉 გამოკითხვა - ენდობით თუ არა დავით არახამიას?

👉 ტექნოკრატია - რას ნიშნავს ტექნიკური მთავრობა?