მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა“ - დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან, 20 ივლისი 2020 წ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს. 

„ის გადაწყვეტილება რაც ახლა გააჟღერა იუსტიციის მინისტრმა, ცალსახად  პოზიტიურია, ვფიქრობ უნდა განმუხტოს ის დაძაბულობა, რაც არის. პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ შიმშილობა.

გორის ჰოსპიტალი ერთ-ერთი საუკეთესო, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა. ძალიან დიდი გამოცდილებით.

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც  ვიმეორებ, პაციენტ სააკაშვილს ჰქონდა ყველა ის მოვლა, რაც სჭირდებოდა ამა თუ იმ ეტაპზე. გუშინ დადგა საჭიროება, რომ ახალი კვლევები  ჩატარებულიყო, რაც დაადასტურეს დღეს დილით და იქნა შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. პარადოქსულობას ამაში ვერ ვხედავ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ინფორმაციისთვის, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

ამავე თემაზე: 

✔️ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ

✔️ „არ გახვიდეთ გარეთ, ღმერთი გიშველით, ან ამერიკა, ან უცხოპლანეტელები“ - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა

✔️ „პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს“ - ანა ფოტიგა

✔️ „რაც ახლა საქართველოში ხდება, პოლიტიკა არ არის, ეს არის ერთგვარად კაზინოში თამაში“ - გია ხუხაშვილი