პოლიტიკა

„სააკაშვილი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური“ - ექიმი რეანიმატოლოგი

გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების ექიმი რეანიმატოლოგი
1637255494
დაკოპირებულია

გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების ექიმი რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

„სასიცოცხლო მაჩვენებლები არის გამოსწორებული. პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური. არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, ვენტილაციური პარამეტრები, ეს ყველაფერი არის გამოსწორებული. ამ ეტაპისთვის, მეტსაც გეტყვით, ის ეკრანზე უყურებს, თუ რა ხდება აქ. ჩვენ მას ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ის იქნება პერმანენტული დაკვირვების ქვეშ, მას სჭირდება მონიტორინგი“, - განაცხადა ექიმმა რეანიმატოლოგმა. 

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხის შესახებ 17 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პატიმრის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება მიუღებელი იყო. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

სააკაშვილმა გონება დაკარგა, საკაცით აიყვანეს“ - ბექა ბასილაია

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი