მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც ახლა საქართველოში ხდება, პოლიტიკა არ არის, ეს არის ერთგვარად კაზინოში თამაში“ - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„რაც ახლა საქართველოში ხდება, პოლიტიკა არ არის. ეს არის ერთგვარად კაზინოში თამაში“, -  ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია არანაირ თამაშის წესებს არ ცნობენ და ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელები არიან.

„რაც ახლა საქართველოში ხდება, პოლიტიკა არ არის, ეს არის ერთგვარად კაზინოში თამაში, სადაც ერთი მხარე ფსონად ჩამოდის საკუთარ სიცოცხლეს და მეორე მხარე მზად არის, ამ სიცოცხლით ითამაშოს.

სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლება მოგონილი მიზეზებით იქცევა ასე. მათი რეალური მოტივი ძალიან მარტივია, ისინი აქამდეც გადაიყვანდნენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში, მაგრამ ამის ფასი მისი მორალური დამცირებაა. მათ აქვთ ისეთი ტიპის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სანამ სააკაშვილს მორალურად არ დაამცირებენ, მანამდე მაქსიმალურად ხისტად უნდა იქცეოდნენ.

არ ესმით, ისინი საერთოდ პოლიტიკოსები არ არიან. მათი ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება და ამ ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელები არიან. არანაირ თამაშის წესებს არ ცნობენ, უფრო სწორედ, არც იციან და არც ესმით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი