მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლელო“ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე სახალხო მოძრაობის მოთხოვნას უერთდება

ლელო საქართველოსთვის

„ლელო საქართველოსთვის“ მთავრობის მეთაურის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე სახალხო მოძრაობის მოთხოვნას უერთდება.

როგორც ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.

„ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს მთავარ ამოცანას და არის ზეპარტიული მნიშვნელობის, რამდენადაც ზეპარტიული მნიშვნელობისაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.

ეს უნიკალური შანსი, რომელიც ახლა მოგვეცა, უნდა იყოს გამოყენებული წლის ბოლომდე. ცოტა დრო გვაქვს და უნდა ვიმოქმედოთ ყოველ დღე. გამომდინარე აქედან, „ლელო საქართველოსთვის“ მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქაა დასახელებული.

კერძოდ: ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არაპარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება და უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. ერთადერთი გზა ამისთვის არის სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.

ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ მთავრობამ, რომლისთვისაც პრიორიტეტი იქნება 12 მოთხოვნის განხორციელება, უნდა მოამზადოს სამართლიანი საარჩევნო გარემო და შემდეგ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ცხადია, რომ ჩვენი მხრივ, როგორც პოლიტიკური პარტია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ გაჟღერებული მოთხოვნები შესრულდეს, რადგან ეროვნული თანხმობის მიღწევა და ამის საფუძველზე მთავრობის ჩამოყალიბება არის პირველი რიგის ამოცანა.

ეს არის გადაუდებელი, განსახორციელებელი და შესაბამისად, ველოდებით, რომ „ქართული ოცნება“ გააცნობიერებს ამ უმნიშვნელოვანეს და უმწვავეს მომენტს ქვეყნისთვის და ყველა პოლიტიკური აქტორი შევძლებთ ასეთი მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელსაც ითხოვს საერთო სახალხო მოძრაობა“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

ამავე თემაზე: 

🔴  ევროკომისია ამბობს „დააყენეთ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა და იმუშავეთ“, ჩვენ ვაჩვენებთ რომ ეს არ შეგვიძლია - თენგიზ ფხალაძე

🔴  დეპოლარიზაცია პარლამენტში ვნახე და შემრცხვა, თუ ეს დეპოლარიზაცია იყო, მაშინ პოლარიზაცია რაღა ჯანდაბა არის? - ზვიად ძიძიგური

🔴  ეს იცით რას ჰგავს? როცა მაპზე უარი გვითხრეს და თქვეს მაპზე უკეთესი მივიღეთო - ვახტანგ ხმალაძე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე

🔴  კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას დიდ დროს თუ არ დავუთმობთ და ვალდებულებებს შევასრულებთ, მაშინ პრაქტიკულად არაფერი გვაქვს დაკარგული - კახა გოგოლაშვილი