მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა“ - მიხეილ სარჯველაძე ოხანაშვილი-წერეთლის ინციდენტზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე

„ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა“, - ამის აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მმართველი პარტიის წევრ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.

 ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, მომხდარ ინციდენტს მძიმე პროვოკაციად აფასებს. 

„იქ მოხდა, მარტივად რომ ვთქვათ, მძიმე პროვოკაცია, მძიმე პროვოკაცია იმისა, რასაც შეიძლება, გამოეწვია კონფლიქტი, ამას მოჰყვა შელაპარაკება, მძიმე შეურაცხყოფას რომელზედაც კონკრეტულად ვერ ვსაუბრობ, და ადამიანურად, ასე ვთქვა, ისეთი ფორმით ამასთან დაპირისპირება, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რომ ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს ადამიანს.

ეს არის და ეს რაც მოხდა, ამის ისე წარმოჩენას, რომ იქ ვინმე გაუფრთხილებლად ვინმე ვინმეს მივარდა და შესაბამისად მასზე იძალადა, რასაკვირველია, არც ლოგიკურია, არც დამაჯერებელია საზოგადოებისთვის და უბრალოდ ამით თავს ნუ შევიწუხებთ. ვთქვათ რაც იყო რეალობა“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

ცნობისთვის, „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის თქმით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ჭიქა ესროლეს.

წერეთლის თქმით, ინციდენტი ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც საელჩოში ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა... წარმოუდგენელია, დავიბენი“, - ამბობს ვატო წერეთელი.

აღნიშნულ ინციდენტზე ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩისგან კელი დეგნანისგან კადრების გასაჯაროებას ითხოვს.

მომხდართან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი:

„საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე,“  - ამბობს ანრი ოხანაშვილი.

ამავე თემაზე:

👉 „როდესაც ხელისუფლება მუშტებზე და კუნთებზე ყურებას იწყებს, იქ იწყება მისი დასასრული“ - დავით უსუფაშვილი

👉 „სრული ბოდვა, მასიური ისტერიკა, იქ მყოფი ჩვენი კოლეგების ბულინგის ორგანიზება“ - გია ვოლსკი ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

👉 „წერეთელი მიეჭრა ანრის და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, ხოლო რაც ახლა ოპოზიციური მედიით მესმის, რომ თურმე 4 კაცმა გავლახეთ, მტკნარი სიცრუეა“ - ირაკლი ზარქუა ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

👉 ლევან ნიკოლეიშვილი: ანრი ოხანაშვილი ზრდილობით გამორჩეული პიროვნებაა, მაგრამ როცა გამიზნულ პროვოკაციას გიწყობენ, მოთმენა ძალიან ძნელია

👉 უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი წერეთლის მხრიდან - ანრი ოხანაშვილი