მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი“ - ღუდუშაური სახალხო დამცველის ანგარიშზე

მმართველი გუნდის წევრი

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეს 21-ე საუკუნეში საქართველოს სახალხო დამცველის სახით ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი სახალხო დამცველი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. 

მმართველი პარტიის გუნდის წევრი,  სახალხო დამცველის კრიტიკულ მოხსენებებს ორღობის ჭორაობას უწოდებს.

მისი თქმით, ნინო ლომჯარია  კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელია. 

„თითქოს ესა თუ ის საკითხი მტკიცებით ფორმაში წარმოადგენს, მისი ხედვით კონკრეტულ ფაქტებს, მაგრამ სინამდვილეში რეალურად არც ამ ფაქტების უკან დგას რაიმე მტკიცებულება, გარდა ერთისა, ეს არის კონკრეტულად უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეს 21-ე საუკუნეში საქართველოს სახალხო დამცველის სახით ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და რაც ყველაზე სამწუხაროა კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური. 

შეგახსენებთ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში  მომავალ კვირას მივა და ყოველწლიური მოხსენებით პლენარულ სხდომაზე წარდგება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოს მოქალაქეები ჩართულები აღმოჩნდებიან რუსეთის მხარეს ომში, შესაძლოა მალე  ე.წ. „ქართული ბატალიონებიც“ ვიხილოთ - გია ხუხაშვილი

👉 „პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, რუსეთის 15 აგენტია“ - გიორგი ვაშაძე

👉 „დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ რუს მოსწავლეს დამიზიანებსო, გამოდის, რუს მოსწავლეებზე უფრო მეტად ზრუნავს“ - ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლის დედა

👉 იაგო ხვიჩია, ნაზი ჯანეზაშვილი, ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის თანამდებობა 19 პირს სურს