მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რომელია ავტორიტეტული, რომელიც პირობას დადებს და არ შეცვლის? - ირაკლი ზარქუა თავდებობით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ცირკად აქციეს ყველაფერი“. 

„ეს ყველაფერი მათ ცირკად აქციეს. ახლა შოუს ელემენტები შეიტანეს. ვინ უნდა დაუდგეს თავდებში? რომელია ავტორიტეტული და რომელია ადამიანი, რომელიც დადებს პირობას და შემდეგ არ შეცვლის? აბა ჩამომითვალეთ, კონკრეტული გვარი მითხარით. 

ადამიანს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე და მან უნდა მოიხადოს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე კვლევები უნდა გაკეთებულიყო კერძო კლინიკაში და ამას რა უპასუხა? ულტიმატუმები და პირობები. ესე იგი არ არის მთლად ისე... განცდა არ აქვს, რომ ცუდად არის და კი ბატონო იყო იქ, სადაც არის. შეგიძლიათ მითხრათ ერთი სამედიცინო სერვისი, რომლის მიწოდებაც საქართველოში შეუძლებელია?“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

შეგახსენებთ, ენმ-ის ახალი ინიციატივით, თავდებობის დოკუმენტზე ხელმოწერით დეპუტატები ვალდებულებას იღებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვებს, მკურნალობის დასრულების შემდეგ, ექსპრეზიდენტი საპატიმროში დაბრუნდება.

 იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴 ის, რის თავდებშიც „ნაცმოძრაობა“ დგება, უკვე არსებობს როგორც სტატუს-კვო, შესაბამისად ნუ შეწუხდებიან - არჩილ თალაკვაძე

🔴 მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებლობას, რომ გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს - ანა ნაცვლიშვილი ენმ-ის ინიციატივაზე

🔴 დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი - დიტო საძაგლიშვილი