მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილს „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზებენ. 

„მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტური მკურნალობა. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად, უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე, იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.

მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

8 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და საჭიროების შემთხვევაში მას მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

აგრეთვე, მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სტაბილურობაზე განცხადება სასაცილოა“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉მკურნალობის პროცესი წარუმატებელია, მდგომარეობა თანდათანობით უარესდება და მიგვიყვანს კრიტიკულ წერტილამდე - ნევროლოგი მიხეილ სააკაშვილზე

👉ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

👉პენიტენციურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სრულიად არარელევანტურია - მარიამ ჯიშკარიანი

👉ეჭვი მეპარება, ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი - მეუფე გრიგოლი