მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ, მისი მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე

„სააკაშვილის მდგომარეობა უკვე წარმოუდგენლად მძიმეა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ აქციაზე განაცხადა. 

👉 აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ  ახალა საჭიროა ერთად დგომა, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმისა.

„ეს არის ჩემი მეგობრების მიერ დაანონსებული აქცია, რომელიც, რა თქმა უნდა, არის სოლიდარობის აქცია, პირველ რიგში.  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახალა არის იმ კონდინციაში, რა კონდიციაც წარმოუდგენლად მძიმეა. მათ შორის, წარმოუდგენლად მძიმეა საზოგადოებისთვის.

ამიტომაც, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ყველა ერთად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავართ, სააკაშვილის გადასარჩენად უნდა გავერთიანდეთ“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისთან  სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას, თუ სასამართლო მომავალ კვირაში არ ჩაინიშნება, შესაძლოა, სააკაშვილი ცოცხალი აღარ იყოს - გიორგი ჩალაძე

✔️ „სააკაშვილის გადარჩენა და დახსნა პუტინის ტყვეობიდან არის ეროვნული ღირსების საკითხი“ - გიორგი მუმლაძე

✔️ ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან არ ვეგუებით, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - ნიკა მელია

✔️ „არ შეიძლება, პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ქვეყანა“ - ლევან ხაბეიშვილი

✔️ ბევრმა ექიმმა გამოთქვა ვარაუდი მოწამვლაზე, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე - გიული ალასანია სააკაშვილზე