მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან არ ვეგუებით, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - ნიკა მელია

პოლიტიკოსი

სააკაშვილის გადასარჩენად გამართულ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შეუერთდა. 

მელიას განცხადებით, მიხეილ  სააკაშვილს ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებში ვერანაირად ვერ იქნება სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება.

„სააკაშვილი არის უმძიმესი მდგომარეობის ქვეშ და უარესდება ყოველ  დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის მიხეილ სააკაშვილი. იმედი მაქვს, ამ უმძიმეს რეალობას ყველა თვალს გაუსწორებს. 

ან ვეგუებით სიკვდილს, სასიკვდილო განაჩენს, ან არ ვეგუებით. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს რა ხარისხის აქტივობისთვის არის მზად“, - აცხადებს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისთან  სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბევრმა ექიმმა გამოთქვა ვარაუდი მოწამვლაზე, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ „არ შეიძლება, პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ქვეყანა“ - ლევან ხაბეიშვილი

✔️ „გათავისუფლება ან გადავადება“ - BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

✔️ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე

✔️  აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე