მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბევრმა ექიმმა გამოთქვა ვარაუდი მოწამვლაზე, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე - გიული ალასანია სააკაშვილზე

სააკაშვილის დედა

კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა.

გიული ალასანია ამერიკელი ექიმის სკანდალურ დასკვნას, რომ ტოქსიკური აგენტები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ნამდვილად აღმოაჩინეს ეჭვქვეშ არ აყენებს.

ალასანია  ადვოკატების მსგავსად, იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ ჩატარებული კვლევით ვერ დადგინდება, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მოწამლული მძიმე მეტალით.

„ბევრმა გამოცდილმა ექიმმა გამოთქვა ეს ვარაუდი, რომ ხომ არ არის მოწამვლა? ეს ანალიზი გაკეთდა კალიფორნიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაცია გააკეთა ძალიან ცნობილმა  ტოქსიკოლოგმა. ახალა ძალიან სასწრაფოა, დეტოქსიკაცია უნდა მოხდეს. 

მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ძალიან მოდუნებული იყო, ძალიან უსიცოცხლოდ იყო. ჯდომის სურვილიც არ აქვს, იწვა და იმ წოლის დროსაც იყო უსიცოცხლოდ ძალიან“, - განაცხადა გიული ალასანიამ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სააკაშვილს ნიმუშები კანონის დარღვევის წესით აუღეს - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „გათავისუფლება ან გადავადება“ - BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

✔️ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე

✔️  აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

✔️ ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე