მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის გადარჩენა და დახსნა პუტინის ტყვეობიდან არის ეროვნული ღირსების საკითხი“ - გიორგი მუმლაძე

სამოქალაქო აქტივისტი

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მესამე პრეზიდენტი რუსულმა სპეცსამსახურებმა მოგვიკლას“, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა. 

👉 „გათავისუფლება ან გადავადება“ - BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

მისი თქმით,  სააკაშვილის გადარჩენა და დახსნა პარტიულ და პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა დგას.

„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა, თავისუფლება და დახსნა პუტინის ტყვეობიდან არის ეროვნული ღირსების საკითხი. შესაბამისად, ყველანაირ პარტიულ და პიროვნულ ურთიერთობებზე მაღლა დგას. ამიტომ, ჩვენ ყველანი ვიდგებით ერთად, სადაც იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თემა“, - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისთან  სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან არ ვეგუებით, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - ნიკა მელია

✔️ ბევრმა ექიმმა გამოთქვა ვარაუდი მოწამვლაზე, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ „არ შეიძლება, პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ქვეყანა“ - ლევან ხაბეიშვილი

✔️ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე

✔️  აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე