მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას, თუ სასამართლო მომავალ კვირაში არ ჩაინიშნება, შესაძლოა, სააკაშვილი ცოცხალი აღარ იყოს - გიორგი ჩალაძე

 „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი

„თუ სასამართლო მომავალ კვირაში არ ჩაინიშნება, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი აღარც იყოს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა. 

👉 აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

მისი თქმით,  სასამართლოზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა და დროულად უნდა ჩაინიშნოს პროცესი.

„დღევანდელი აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ლოზუნგებს. ეს არის მოწოდება საქართველოსთვის, არ დაუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. დღეს პრეზიდენტმა ვერ შეძლო ფეხზე ადგომა.

ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს კატასტროფას, იმ ტრაგიკულ  დღეს, როდესაც ჩვენ მას დავკარგავთ, ამიტომ ჩვენი ხმა უნდა გაიგოს ყველამ. სასამართლოზე არ უნდა მოხდეს ზეწოლა და დროულად ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი. შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი აღარ იყოს ცოცხალი, თუ სასამართლო პროცესი მომავალ კვირაში არ ჩაინიშნება“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისთან  სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „სააკაშვილის გადარჩენა და დახსნა პუტინის ტყვეობიდან არის ეროვნული ღირსების საკითხი“ - გიორგი მუმლაძე

✔️ ან ვეგუებით სააკაშვილის სიკვდილს, ან არ ვეგუებით, თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტოს, რისთვის არის მზად მის გადასარჩენად - ნიკა მელია

✔️ ბევრმა ექიმმა გამოთქვა ვარაუდი მოწამვლაზე, მდგომარეობა არის ძალიან მძიმე - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ „არ შეიძლება, პრეზიდენტების სასაკლაოდ ვაქციოთ ქვეყანა“ - ლევან ხაბეიშვილი

✔️ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე