მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო აგრძელებს სააკაშვილის მკვლელობას, ასეთი მიმზიდველია რუსული ბანაკი?“ - პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი, მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კლინიკა „ვივამედიდან“ CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს „ტვიტერზე“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული დამოკიდებულება აფერხებს. 

„საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდავოდ, ეს აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია „სასიკვდილო საჩუქრის“ მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ცნობისთვის, CNN-მა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა. ვიდეოები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 როგორც საჯაროდ, ისე არა საჯაროდ, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა - პოდოლიაკი

👉 წონაში ისევ იკლებს, მინდოდა ამეწონა, მაგრამ გავიხედე და სასწორი ოთახში აღარ დამხვდა - გიული ალასანია შვილზე

👉 „ვივამედის“ ტყუილი ცრემლების არ მჯერა“ - მარიამ ჯიშკარიანი

👉 საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ყირიმი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს - პაატა ზაქარეიშვილი