მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორც საჯაროდ, ისე არასაჯაროდ, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა - პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი, მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე საჯაროდ და არა საჯაროდ მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

პოდოლიაკმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა იმოქმედოს „ჰუმანიტარული პრინციპებით“.

„ჩვენ სხვადასხვა დონეზე, როგორც საჯაროდ, ისე არა საჯაროდ, დიპლომატიური არხებითა და პრეზიდენტის პირით, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია სააკაშვილის ბედი გადაწყდეს და ის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ სამკურნალოდ. საქართველო ჯერ კიდევ ევროპისკენ არის ორიენტირებული.

საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებაა.

ევროპა, ასევე, ეფუძნება ჰუმანისტურ პრინციპებს. და კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამოვიდოდა და სააკაშვილს, რომელიც ციხის პირობებში მძიმე მდგომარეობაშია, გადმოგვცემდა ჩვენ ან რომელიმე სხვა ქვეყანას.

ჩვენ ამაზე ოფიციალურად და დიპლომატიური არხებით ვსაუბრობთ. და იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან გადავიყვანთ სააკაშვილს სამკურნალოდ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ადგომა უჭირს, უკვე ყველაფერი უჭირს- სუსტდება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა - მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

👉 საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ყირიმი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს - პაატა ზაქარეიშვილი

👉 ქართული საზოგადოება არის კანიბალური - გუბაზ სანიკიძე

👉 ახლა ის დროა, როდესაც ქვეყნები რუსეთს შორდებიან - დეგნანი ფრენების შესაძლო აღდგენაზე