მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წონაში ისევ იკლებს, მინდოდა ამეწონა, მაგრამ გავიხედე და სასწორი ოთახში აღარ დამხვდა - გიული ალასანია შვილზე

სააკაშვილის დედა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ აცხადებს, რომ სააკაშვილი  თავს სუსტად გრძნობს. 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი წონაში ისევ იკლებს. 

„აქვს საშინელი ტკივილები სახსრების იმდენად, რომ ვერ იძინებს. სისუსტე აქვს. წონაში  ისევ იკლებს. სხვათა შორის, მინდოდა ამეწონა, მაგრამ გავიხედე და სასწორი ოთახში აღარ დამხვდა, გაუტანიათ პალატიდან.

ჩხაიძე ზოგადად მის მდგომარეობაზე მესაუბრა. თვითონაც წუხს. მითხრა, რომ ცილოვანი საკვები სჭირდება. კი ბატონო, ვიცი რომ სჭირდება მეც ვიცი,  მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ვერ იღებს. სრულიად უსამართლოდ არის გამოკეტილი ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ააშენა“, - აცხადებს გიული ალასანია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 CNN-მა მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაასაჯაროვა

👉 როგორც საჯაროდ, ისე არა საჯაროდ, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა - პოდოლიაკი

👉 „ადგომა უჭირს, უკვე ყველაფერი უჭირს- სუსტდება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა - მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს

👉 საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ყირიმი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს - პაატა ზაქარეიშვილი