მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვივამედის“ ტყუილი ცრემლების არ მჯერა“ - მარიამ ჯიშკარიანი

ემპათიას ხელმძღვანელი

„კლინიკა „ვივამედის“ ტყუილი ცრემლების არ მჯერა“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება პროგნოზირებული იყო არაერთი ექსპერტის მიერ.

ჯიშკარიანი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას მოსამართლე არევაძეს, იუსტიციის მინისტრს და კლინიკა „ვივამედს“ აკისრებს. 

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ეს იყო პროგნოზირებული არაერთი ექსპერტების მიერ, 17 ექსპერტი და სახალხო დამცველის ექსპერტები პროგნოზირებდნენ სავალალო მდგომარეობას.

მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მთლიანად არის მოსამართლე გიორგი არევაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და,ასევე, კლინიკა „ვივამედი“,  ვინაიდან მათ გასწიეს წინააღმდეგობასა  სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოერთვა ამ ადამიანს. 

კლინიკა „ვივამედის“ ტყუილი ცრემლების ახლა არ მჯერა. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ დეტალური ინფორმაციას არ გვაქვს, მასთან შესვლა არის შეზღუდული“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 CNN-მა მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაასაჯაროვა

👉 როგორც საჯაროდ, ისე არა საჯაროდ, არაერთხელ ვთქვით, რომ აუცილებელია სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა - პოდოლიაკი

👉 წონაში ისევ იკლებს, მინდოდა ამეწონა, მაგრამ გავიხედე და სასწორი ოთახში აღარ დამხვდა - გიული ალასანია შვილზე

👉„ადგომა უჭირს, უკვე ყველაფერი უჭირს- სუსტდება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რომ ყირიმი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩეს - პაატა ზაქარეიშვილი