მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასაცილოა, როდესაც პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ პოლიტიკურ „წმინდანს“ აკრიტიკებს“ - იაგო ხვიჩია კახა ოქრიაშვილს პასუხობს

იაგო ხვიჩია, კახა ოქრიაშვილი

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.

„სასაცილოა, როდესაც პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ პოლიტიკურ „წმინდანს“ აკრიტიკებს. ბარიერის დაწევის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ მართლა ვვაჭრობთ, ოღონდ საჯაროდ ვაკეთებთ ამას და პირადად არანაირი საუბარი არ გვქონია. პოლიტიკოსებისთვის საჯარო პოლიტიკური ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია. იმ გაგებით, რა გაგებითაც პოლიტიკურ ვაჭრებს უწოდებენ საქართველოში შეურაცხმყოფლად პოლიტიკოსები ერთმანეთს, ჩვენ პოლიტიკური წმინდანები ვართ. არავისთან არ შევსულვართ არანაირ მსგავს გარიგებაში, არ გვისარგებლია. არ ვყოფილვართ ჯერ „ნაცი“, მერე „ქოცი“, მერე „ნაცი“ და არ ვაპირებთ კიდევ „ქოცობას“. როდესაც პოლიტიკური „პრასტიტუტკა“ პოლიტიკურ „წმინდანს“ აკრიტიკებს, ხომ სასაცილოა“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კახა, ჯიგარო, 2012 წლამდე „ნაცი“ იყავი, 2016-ში გაქოცდი, 2020-ში ისევ განაცდი და 2024-ში ისევ ქოცობა გიწევს“ - ლევან იოსელიანი ოქრიაშვილს პასუხობს

👉 „ქუჩიდანაც რომ ვერაფერს აკეთებ, კეთილი ინებე და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი“ - ლევან იოსელიანი ოპოზიციას

👉 „საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით მზადდება ახალი შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, გაფრთხილებთ, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ივაჭროს, ზურგს უკან აქვთ უტუ-პუტუ გამართული ერთმანეთთან“ - იაგო ხვიჩია