მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შევეგუოთ ერთ რამეს, სააკაშვილი არის დამნაშავე და მოუწევს ციხეში ჯდომა“ - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს და უნდა იზრუნონ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ სააკაშვილის აზრით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაა.

„ვის აქვს კრიზისი? კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და უნდა იზრუნონ, რომ კრიზისიდან გამოვიდნენ. მე მგონია,  ეს წლები ძალიან კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, თუ როგორ იმოქმედონ მომავალში. რადგანაც დესტრუქცია, მუდამ არეულობის მცდელობა, აზიანებს მათ.

აზიანებს ქვეყანასაც, თუმცა, პირველ რიგში, ხდება მათი პარტიის მარგინალიზაცია. შესაბამისად, ამ პარტიის ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედონ. დღემდე მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის მარცხისთვის იყო განწირული. თუ ასეთი მიდგომები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და სასჯელი უნდა მოიხადოს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, შევეგუოთ ერთ რამეს, რომ ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებთან მიმართებით. მას მოუწევს ციხეში ჯდომა.  მიმდინარეობს სხვა საქმეების გამოძიება და დაველოდოთ, რას გადაწყვეტენ შესაბამისი ორგანოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე