მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის ევგენი გრუშოვეცის თქმით, სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია და ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში არავინ ზის. 

როგორც გორის ჰოსპიტალთან გრუშოვეცმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მისთვის მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა შემდგომი გეგმების განხილვის მიზნით.

„კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვცეს, რადგან ამ გზით უკეთ შევძლებთ გავარკვიოთ თუ როგორ დავეხმაროთ მას. მივიჩნევ, რომ ეს პოლიტიკური საქმეა. ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება. 

ჩემთან მნიშვნელოვანი იყო მიხეილთან შეხვედრა, რომ განგვეხილა შემდგომი გეგმები. დახმარების სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა მის გარეშე ვერ გადავწყვეტთ“, - აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

ამავე თემაზე: 

🔴 „ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე“ - ლომჯარია

🔴 სააკაშვილი საქართველოს „ჩაუდეს“ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - დიმიტრი ტარანი