მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

სანიკიძე კორონავირუსთან ბრძოლას აფასებს

პარლამენტის დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, რომელიც ჯერ არ არის ამუშავებული. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამბები, პოლიტიკურად არის ქაბულის დაცემის გაგრძელება.

„მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა პოლიტიკური მდგენელი ქვეყანაში. აქამდე არჩევანს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამდე თამაშობდა ხელისუფლება, არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია, ოპოზიცია პოსტფაქტუმ მოქმედებდა. ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა.

დილით, როცა საქართველოს მოსახლეობა ტელევიზორს რთავს, იღებს ინფორმაციას არა კოვიდის ოდენობის, არამედ მიშას მდგომარეობის შესახებ. 

დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა. დასავლეთი ახლა არის ფაქტის წინაშე, სააკაშვილმა დიდი პროცესი შექმნა. ეს ყველაფერი პოლიტიკურად არის ქაბულის დაცემის გაგრძელება. დასავლეთი არის უკანჰ დახევის რეჟიმში. ამიტომაც ვამბობ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი საქართველოში, ერთადერთი არის მიხეილ სააკაშვილი.

მერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, ჯერ არ აქვს ამუშავებული. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, სააკაშვილი აქ არავის რჩევით არ ჩამოსულა. ამ ხელისუფლებას გაუშვებს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს ვინმე ციხის კარს კი არ გაუღებს ან კედელს კი არ გამოუნგრევს, თვითონ გამოვა, თვითონ გამოანგრევს იმ ციხის კარს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

ამავე თემაზე: 

🔴 „ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე“ - ლომჯარია

🔴 სააკაშვილი საქართველოს „ჩაუდეს“ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - დიმიტრი ტარანი