მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

„მოვუწოდებთ {საქართველოს} მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

კელი დეგნანის თქმით, სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნახოს პროფესიონალმა, კვალიფიციურმა ექიმებმა და ასევე, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. სრულად ვენდობით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

მოვუწოდებთ {შაქართველოს} მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, რათა სახალხო დამცველის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება. ის არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს, კარგი იქნება თუ მისი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებს კელი დეგნანი. 

ცნობისთვის, 27 აპრილს საჯაროდ გახდა ცნობილი ექიმების პოზიცია, რომლებიც ერთხმად და ცალსახად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. მთავარი ფაქტორი, მედიკოსების მტკიცებით, რომელმაც უნდა შეცვალოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა. კონსილიუმის წევრები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავენ. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

ინფორმაციისთვის, დღეს 5 მაისს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობის  ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉🎥 „ძალიან მიყვარს მიშა, ცოტა ხანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება“ - ბუბა კიკაბიძე

👉„თუ სააკაშვილი სითხის მიღებასაც ვეღარ ახერხებს, შესაძლოა, ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს“ - გიორგი გრიგოლია

👉„დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით გვყავს მეორე ნავალნი“ - ვილი პაჭკორია

👉„მდგომარეობა საგანგაშო კი არა, კატასტროფულია! წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს“ - ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

👉„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას“ - ნიკოლოზ სააკაშვილი შვილზე