მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით გვყავს მეორე ნავალნი“ - ვილი პაჭკორია

კლინიკების ასოციაციის თავმჯდომარე

დღეს 3 მაისს ექიმებმა ამერიკის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის  საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ და დახმარებისთვის აშშ-ის ელჩს მიმართეს.  

კლინიკების ასოციაციის თავმჯდომარის ვილი პაჭკორიას თქმით,  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე და აუცილებელია მისი გადაყვანა საზღვარგარეთ.

„ჩვენ იძულებული ვართ მივმართოთ ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტს ბატონ ბაიდენს იმისათვის, რომ დაგვეხმაროს და გადაგვარჩენინოს პაციენტი საქართველოში, რომელიც გახლავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, აბსოლუტურად უთანაბრდება მისი ზოგადი მდგომარეობა ნავალნის მდგომარეობას და შეიძლება თამამად ითქვას რომ დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით გვყავს მეორე ნავალნი“, - აცხადებს ვილი პაჭკორია. 

ცნობისთვის, 27 აპრილს საჯაროდ გახდა ცნობილი ექიმების პოზიცია, რომლებიც ერთხმად და ცალსახად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. მთავარი ფაქტორი, მედიკოსების მტკიცებით, რომელმაც უნდა შეცვალოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა. კონსილიუმის წევრები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავენ. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„მდგომარეობა საგანგაშო კი არა, კატასტროფულია! წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს“ - ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

👉„პრეზიდენტს ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე

👉„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას“ - ნიკოლოზ სააკაშვილი შვილზე

👉🎥 „მარიუპოლი არის ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ“ - გიული ალასანია