მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მდგომარეობა საგანგაშო კი არა, კატასტროფულია! წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს“ - ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

დამოუკიდებელი დეპუტატი

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას კატასტროფულად აფასებს და აცხადებს, რომ აუცილებელია მისი გადაყვანა ქართულ საავადმყოფოშიც კი. 

„მდგომარეობა საგანგაშო კი არა, კატასტროფულია! ადამიანს აქვს ანორექსია, საჭმელს ვერ ჭამს, წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს, აქვს ანემია. რომ შეხედავთ. ვერ იცნობთ, ისე არის გამხდარი. ვერ გავიგე ერთი რამ, მაინცდამაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს?! ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც უნდა გყოფნიდეს იმისი, რომ გესმოდეს, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში.

გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი აქედან, ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ! ამისთანა იდიოტიზმი შეიძლება 30 წელიწადი გრძელდებოდეს ამ ქვეყანაში და ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ ისწავლოს?! ბატონმა რატი ბრეგაძემ და მმართველმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ  ტრაგედიის შემთხვევაში, რომელიც არც თუ ისე შორს არის, პასუხისგება მოუწევთ, კარგად დაფიქრდნენ“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ცნობისთვის, 27 აპრილს საჯაროდ გახდა ცნობილი ექიმების პოზიცია, რომლებიც ერთხმად და ცალსახად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. მთავარი ფაქტორი, მედიკოსების მტკიცებით, რომელმაც უნდა შეცვალოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა. კონსილიუმის წევრები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავენ. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„პრეზიდენტს ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე

👉„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას“ - ნიკოლოზ სააკაშვილი შვილზე

👉🎥 „მარიუპოლი არის ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ“ - გიული ალასანია

👉 სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე - პენიტენციური სამსახური

👉„მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება“ - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე