მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ სააკაშვილი სითხის მიღებასაც ვეღარ ახერხებს, შესაძლოა, ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს“ - გიორგი გრიგოლია

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

„თუ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე სითხის მიღებასაც ვეღარ ახერხებს, შესაძლოა, ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმების კონსილიუმის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

„ჩვენ შეგვიძლია ერთობლივი დებატები გავმართოთ ყველა იმ დიაგნოზზე, რაც ჩვენ გამოტანილი გვაქვს ჩვენ დასკვნაში. მიზანი არის ჯანმრთელობის გაუმჯობესება სააკაშვილის და შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღება. ჯერ ვერ იღებდა ცილოვან საკვებს, მერე ამას დაემატა თუ ეს მართლა ასეა, სითხის მიუღებლობა და ეს უკვე ძალიან სერიოზული სიმპტომია, საკვების გარეშე თუ შეიძლება ადამიანმა თვეზე მეტი იცოცხლოს მეტ ნაკლებად სრულფასოვნად, სითხის გარეშე, გააჩნია რაოდენობას, თუ საერთოდ ვერ იღებს,  რამდენიმე დღეში შეიძლება, ყველაფერი დამთავრდეს“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია. 

ცნობისთვის, 27 აპრილს საჯაროდ გახდა ცნობილი ექიმების პოზიცია, რომლებიც ერთხმად და ცალსახად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. მთავარი ფაქტორი, მედიკოსების მტკიცებით, რომელმაც უნდა შეცვალოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა. კონსილიუმის წევრები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავენ. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

ინფორმაციისთვის, დღეს 5 მაისს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობის  ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით გვყავს მეორე ნავალნი“ - ვილი პაჭკორია

👉„მდგომარეობა საგანგაშო კი არა, კატასტროფულია! წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს“ - ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

👉„პრეზიდენტს ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე

👉„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას“ - ნიკოლოზ სააკაშვილი შვილზე

👉🎥 „მარიუპოლი არის ჩემი შვილის კონტროლის ქვეშ“ - გიული ალასანია