მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან მიყვარს მიშა, ცოტა ხანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება“ - ბუბა კიკაბიძე

მომღერალი ბუბა კიკაბიძე

მომღერალი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბუბა კიკაბიძე დღეს 5 მაისს პირველად პარლამენტში მივიდა და ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართვას არ გეგმავს. 

„უნდა გაუშვან, გუშინაც ვთქვი, დროზე, თორემ მერე გვიან იქნება და ეგ არ დამთავრდება კარგად. ხალხი ითხოვს, რომ გაუშვან და ესენი თავს იკლავენ, რომ არა. ერთ კაცზეა დამოკიდებული, იტყვის გაუშვით, გაუშვებენ, არ იტყვის, არ გაუშვებენ.

მაგის შვილიშვილებს დარჩებათ ისტორიაში, ცუდი ამბავი რომ მოხდეს, მაგაზე უნდა იფიქროს მაგან, თორემ ჩვენ ყველანი წავალთ, მეც, ბიძინაც და ყველა, მაგრამ კუდი არ უნდა დაგრჩეს ჭუჭყიანი, იმიტომ, რომ შენ მონაგარს მოეკითხება. ძალიან მიყვარს მიშა, ცოტა ხანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს ბუბა კიკაბიძე. 

ცნობისთვის, 27 აპრილს საჯაროდ გახდა ცნობილი ექიმების პოზიცია, რომლებიც ერთხმად და ცალსახად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. მთავარი ფაქტორი, მედიკოსების მტკიცებით, რომელმაც უნდა შეცვალოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა. კონსილიუმის წევრები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავენ. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

ინფორმაციისთვის, დღეს 5 მაისს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მთავრობის  ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„თუ სააკაშვილი სითხის მიღებასაც ვეღარ ახერხებს, შესაძლოა, ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს“ - გიორგი გრიგოლია

👉„დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით გვყავს მეორე ნავალნი“ - ვილი პაჭკორია

👉„მდგომარეობა საგანგაშო კი არა, კატასტროფულია! წყლის გარდა ვერაფერს ვერ იღებს“ - ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

👉„პრეზიდენტს ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე

👉„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას“ - ნიკოლოზ სააკაშვილი შვილზე