მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთში მზად არიან პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ - გიული ალასანია სააკაშვილზე

ესქპრეზიდენტ გიული ალასანიას დედა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, პოლონეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად თვითმფრინავი გამოყოს და სათანადო მკურნალობის კურსი უზრუნველყოს.

„მზად არიან პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფრისთვის მზად არიან და გამოცდილებაც აქვს ასეთი ავადმყოფების მკურნალობის“, - განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, გიული ალასანიას თქმით, კლინიკაში შესვლის თაობაზე, თანხმობა მიღებული აქვს. 

„შეიძლება ჩემთან ერთად ნიკოლოზ ყიფშიძე იყოს“, - აცხადებს ალასანია. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის ნინო ნადირაძის ინფორმაციით, სააკაშვილი სამკურნალოდ  თერაპიულ განყოფილებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ვივამედის“ ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს

🔴 როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს ისე უნდა უზრუნველვყოთ მისი ჯანმრთელობის პირობები - ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 აუცილებელია 24 საათიანი მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება - ვილი პაჭკორია

🔴 ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე