მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვივამედის“ ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს

ვივამედის ხელმძღვანელი

კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ის კვლევის ფაზაში იმყოფება. 

„მისი მდგომარეობა, ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი და მთავარი, რითაც ვხელმძღვანელობთ, ეს არის „არ ავნო“. შესაბამისად, ნებისმიერი ფრაგმენტულად მოწოდებული ინფორმაციის გაცემის წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, თუ ეს ეხება პაციენტის მდგომარეობას. 

მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ჩართულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. მერწმუნეთ, ყველა პაციენტთან ასეთი გულისხმიერი დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც გვექნება კონკრეტული შედეგები, კონკრეტული დასკვნები, რა თქმა უნდა, პაციენტის უშუალო ნებართვით, გავასაჯაროებთ ინფორმაციას. 

ქალბატონი გიული ალასანიამ რა თქვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი კლინიკის კედლებს ახსოვს და დღესაც გვყავს საკმაოდ მძიმე პაციენტები სხვადასხვა ნოზოლოგიის და ჩვენთვის უცხო არ არის არცერთი დაავადების მკურნალობა“, - აცხადებს ნადირაძე. 

კითხვაზე მძიმეა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ნინო კუზანოვა კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ პაციენტი სამკურნალოდ იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს ისე უნდა უზრუნველვყოთ მისი ჯანმრთელობის პირობები - ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 აუცილებელია 24 საათიანი მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება - ვილი პაჭკორია

🔴 ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია საქართველოს პირობებში მოხდება - ოთარ თოიძე

🔴 ქვიზი - შეამოწმე, როგორ გახსოვს ქართველი პოლიტიკოსების „მარგალიტები“