მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

ჰემატოლოგი

ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა, ჰემატოლოგმა მარინა აბაშიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ პოლიპროფილურ კლინიკაში.

ამასთან, ექიმი ამბობს, რომ გორის კლინიკა არ არის ის, რაც ამ სიმძიმის პაციენტს სჭირდება.

„პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, ალბათ საჭიროა, რომ სასწრაფოდ გადაყვანილ იქნეს პოლიპროფილურ კლინიკაში. გაიჟღერა ტელევიზიაში, რომ სისხლიც გადაუსხეს. სისხლის გადასხმა თალასემიის დროს არის მკვლელობა ადამიანის. კანი ხდება მორუხო ელფერის და ეს ჩვენ ვნახეთ სასამართლოზე, რაც ვნახე ჩემი თვალით. პრაქტიკულად შეგვიძლია ძალიან დიდი პროცენტით ვთქვათ, რომ ეს არის სასიკვდილო გართულება. რეგულარულად არის სანახავი, მედიით რასაც ვუყურებ და რასაც ვხედავ, პროგნოზი არის ძალიან ცუდი და პაციენტი შეიძლება, ფატალურად დამთავრდეს. გორი არ არის ის კლინიკა, რომელიც სჭირდება ამ დონის პაციენტს“, - აცხადებს მარინა აბაშიძე. 

ინფორმაციისთვის, 8 მაისს, საღამოს საათებში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და აგრეთვე, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავდა.

აღნიშნული ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურში უარყვეს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა Pia.ge-ს განუცხადა, სასწრაფო და საბადრაგო მანქანა ნამდვილად მივიდა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, თუმცა ეს სხვა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, რომელიც საპატიმროდან გაიყვანეს.

მოგვიანებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი საპატიმროდან კლინიკაში არ გადაუყვანიათ.

მისივე თქმით, პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.

აგრეთვე, 8 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და საჭიროების შემთხვევაში მას მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

აგრეთვე, მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 - საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉პენიტენციურის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, სრულიად არარელევანტურია - მარიამ ჯიშკარიანი

👉„დღეს არ გადავუყვანივარ“ - მიხეილ სააკაშვილი

👉ეჭვი მეპარება, ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი - მეუფე გრიგოლი

👉„მიხეილ სააკაშვილი ევროპისთვის არ არის პატიმარი, იგი არის პოლიტიკური ტყვე“ - ნიკა მელია