მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უცნობმა“, ყველასთვის კარგად ნაცნობმა სამარცხვინო ფიგურამ, დანაშაული ჩაიდინა“ - ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი

„უცნობმა“, ყველასთვის კარგად ნაცნობმა სამარცხვინო ფიგურამ, დანაშაული ჩაიდინა“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ნიკა გვარამიამ მიმართვაში „მთავარი არხის“ ნიუსრუმიდან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, გია გაჩეჩილაძემ  პირადი საუბრების გამოქვეყნებით დანაშაული ჩაიდინა. 

„მოვისმინეთ სრულიად სამარცხვინო ფარული ჩანაწერები. ის, რაც მოხდა, არის არა მხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა, არამედ პირადი საუბრების გამოქვეყნება და ესეც დანაშაულია, მინდა შევახსენო ყველას.

„უცნობის“ კი არა, ძალიან კარგად ნაცნობმა სამარცხვინო ფიგურამ არა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის წესები დაარღვია, არამედ დანაშაულიც ჩაიდინა, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არანაირი საჯარო ინტერესის და არანაირი მამხილებელი ინფორმაციის შემცველი ტექსტი არ გავრცელდა. პირადი საუბარი... სწორედ რომ პირადი საუბარი არ გულისხმობს მხოლოდ ინტიმურ საუბრებს, ამიტომ ეს არის დანაშაული.

უნდა ვეძებოთ ის, ვინც ეს გაავრცელა. გამავრცელებელი არის შემსრულებელი. თუ იარსებებენ შემსრულებლები, ყოველთვის იქნებიან უკანონო დავალებების გამცემები, ეს ეხება როგორც ფარული ჩანაწერების გამავრცელებლებს, ასევე,  მოსამართლეებს, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ, ასეთია ყველა ის პროკურორი, რომელიც ასეთ საქმეებს კერავს“, - აცხადებს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვან გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება 14 ივლისს დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ვნერვიულობ“ - გვარამია

👉 „არსებობს უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების რისკი“ - გვარამია გოგაშვილის საქმეზე

👉 გაგლოევმა ახალგორის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

👉  ყველა ისმინება, ვითხოვ ობიექტურ და ეფექტურ გამოძიებას - ნინო ლომჯარია

👉 7 812 ინფიცირება, 4 764 გამოჯანმრთელება, 7 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში