მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ქალების როლს ულემის საბჭო გადაწყვეტს - ვაჰედულა ჰაშიმი

ავღანეთში ქალების როლს ულემის საბჭო გადაწყვეტს

ავღანეთში ქალების როლს, მათ შორის მუშაობისა და განათლების უფლებას, მათ ჩაცმულობას, საბოლოოდ ისლამური ულემის (მეცნიერები) საბჭო გადაწყვეტს, - ამის შესახებ თალიბანის უფროსმა ლიდერმა განაცხადა.

„ჩვენი მეცნიერები გადაწყვეტენ, დაიშვებიან თუ არა გოგონები სკოლაში, ისინი გადაწყვეტენ ატარონ თუ არა ჰიჯაბი, ბურკა, ან მხოლოდ ფარდა პლუს აბაია“ - განაცხადა ვაჰედულა ჰაშიმმა.

თალიბანის მთავარმა სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქალებს მიეცემათ უფლება იმუშაონ და ისწავლონ, აქტიურები იყვნენ საზოგადოებაში, მაგრამ ისლამის ფარგლებში.

დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი შეაფასებენ ახალ თალიბანს თავიანთი ქმედებებით, მათ შორის, როგორ მოექცევიან ისინი გოგონებსა და ქალებს.

„ჩვენ ამ რეჟიმს მისი არჩევანისა და ქმედებების და არა სიტყვების საფუძველზე შევაფასებთ. იმის მიხედვით შევაფასებთ, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტერორიზმი, დანაშაული და ნარკოტიკები, ასევე ჰუმანიტარული წვდომა და გოგონების განათლებით სარგებლობის უფლება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვას სახელმწიფო დეპარტამენტი და 19 ქვეყანა გამოეხმაურა და ძალაუფლების მქონე პირებს ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თალიბანი ქაბულში შევიდა - უახლესი ამბები (Live)

👉 „სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად სჯობდა ქვეყნიდან წასვლა“

👉 ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში აქცია იმართება - თალიბანმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა (ვიდეო)