მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჰოსპიტალში გადაყვანის აუცილებლობის შესაძლებლობაზე იყო საუბარი“ - ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა.

პაციენტის მონახულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ კონსილიუმმა იმსჯელა პაციენტის მდგომარეობის შესახებ და ექიმებმა გასცეს რეკომენდაციები, რომელსაც მოგვიანებით ერთად გააცნობენ საზოგადოებას.

„5 კაციანი კონსილიუმის შეხვედრა სააკაშვილთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და ახლა მივდივარ იუსტიციის სამინისტროში, რომ შევხვდე დანარჩენ წევრებს. გადაწყვეტილების შესახებ ერთად გავაკეთებთ განცხადებას.

კოლეგების შეფასება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ზუსტად იგივეა, როგორც მე ვაფასებდი. გადაყვანის აუცილებლობის შესაძლებლობაზე იყო საუბარი, მაგრამ არა დღეს. ანალიზები და ყველაფერი გავიარეთ აქ, დაახლოებით, 3-4 საათის განმავლობაში განვიხილავდით. განსაკუთრებით ცუდისკენ არ შეცვლილა არაფერი“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციაზე, ასევე, ისაუბრა კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა, ზურაბ ფაღავამ.

როგორც ექიმი აღნიშნავს, დაკვირვებისთვის საჭიროა, მოხდეს სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. ასევე, ექიმმა განაცხადა ისიც, რომ უკვე გაიწერა სპეციალური რეკომენდაციები, რის შედეგადაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

„ყველაფერი განვიხილეთ, დავწერეთ, რეკომენდაციები მივეცით და ამით ყველაფერი დასრულდა. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ამ ეტაპისთვის არაა საჭირო, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა მაღალია, იმისათვის, რომ დავიზღვიოთ თავი, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური დაკვირვებისთვის.

ახლა არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის, მაგრამ უახლოეს საათებში, დღეებში მოსალოდნელია და შესაძლებელია იყოს სერიოზული გართულება და მათი თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია, რომ ეს იყოს თავიდან აცილებული“, - განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე:

🔴 სააკაშვილს ციხეში „ლომკა“ აქვს - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამოვა ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში“ - მეუფე ნიკოლოზი

🔴 „დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“ - მეუფე შიო