მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში“ - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

ყოფილი პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით, ღირსების განცდით, თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა.

​რა თქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ ზუსტად ვიცი.

ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის.

გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული“, - ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებსაც მიმართა და მათ არჩევნებზე ჩამოსვლისკენ მოუწოდა.

„მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზე და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია