მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, მოლოდინს გადააჭარბა“ - პირადი ექიმი სააკაშვილზე

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე

„ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს და ასე რომ მოლოდინს გადააჭარბა“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ მედიას განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილი მხნედ არის და ამ ეტაპზე მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება არ დგას.

„დღეს როგორც იქნა შევედი და ვნახე. ბოლოს რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ მოლოდინს გადააჭარბა. პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებსა და წამლებზე. მშრალ შიმშილობაზე არ არის, წყალს და ჩაის სვამს. ცუდს რასაც ველოდებოდი, ისეთი მდგომარეობა არ არის. ძალიან მხნე განწყობა აქვს, გუშინდელი აქცია ძალიან გაუხარდა, ამაზე მელაპარაკებოდა დიდი ხანი, ჯერჯერობით საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ ეს მომენტი დადგება“, - აცხადებს ექიმი.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს