მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილმა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის მუშაობაზე თანხმობა განაცხადა“ - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი

„ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ომბუდსმენმა სააკაშვილთან საპატიმროში მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის შესვლის შესახებაც ისაუბრა.

ლომჯარიას ინფორმაციით, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილის პირად ექიმს განცხადება არასწორად აქვს დაწერილი.

„ცოტა ხსნის წინ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან მქონდა საუბარი. მათ თქვეს, რომ განცხადება არასწორად იყო დაწერილი სააკაშვილის პირადი ექიმის მხრიდან. ამიტომ ვთხოვე მათ, დაუკავშირდნენ და აუხსნან რა პროცედურებია გასავლელი.

ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თანხმობა განაცხადა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე.

განცხადება არ მინახავს და ვერაფერს გეტყვით, პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ მოთხოვნილია 1 თვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ ითვალისწინებს პროცედურები. ყოველ შესვლაზე განცხადება ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს. ეს არის მიზეზი. ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ პრეზიდენტის მდგომარეობას“, - აცხადებს ომბუდსმენი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე