მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლოა, ღამით ისე ცუდად გახდეს, ვერც მიუსწრონ“ - ოჯახის ექიმი სააკაშვილზე

სააკაშვილის ოჯახის ექიმი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ექიმი ეკატერინე მხეიძე სამთავრობო უწყებებს მიმართავს და კატეგორიულად მოითხოვს, რომ მოშიმშილე პატიმარი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ.

მისი თქმით, ქრონიკული დაავადებები, რომელიც ექსპრეზიდენტს აწუხებს, შიმშილობის ასეთი დიდი პერიოდის შემდეგ შეუქცევად პროცესში შეიძლება გადაიზარდოს.

„ის, რაც მას აქვს, თანდაყოლილი დაავადებები, რომელიც ნორმალური კვებისა და ცხოვრების რეჟიმში შესაძლოა დაავადებადაც არ ჩაითვალოს, ასევე, პათოლოგიები, რომლებიც ნორმალურ პირობებში არ წარმოადგენს საშიშროებას, შიმშილობის დროს საგანგაშოა.

ამ შემთხვევაში, როცა მიხეილ სააკაშვილი 25-26 დღეა შიმშილობს, არის ძალიან დიდი რისკი. შესაძლოა, უბრალოდ ღამით, როცა საკანში მარტოა, ისე ცუდად გახდეს, ისე მძიმე ფორმით განუვითარდეს რომელიმე პათოლოგია, რომ ვერც მიუსწრებს ადამიანი, რომ რეანიმობილით სადმე გადაიყვანოს.

კატეგორიულად მოვითხოვ და ვაფრთხილებ ციხის ადმინისტრაციას თუ სახელმწიფო სტრუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს, მიიღეთ ეს როგორც უკიდურესი საგანგაშო გაფრთხილება, რომ ბატონი მიხეილი ამ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.

გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც მას ექნება 24-საათიანი მეთვალყურეობა ყველა სასიცოცხლო ფუნქციაზე“, - აღნიშნა ეკატერინე მხეიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შესაძლებელია სოციალური სიკვდილი მივიღოთ“ - ექიმი სააკაშვილზე

👉 „შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

👉 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

👉 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

👉 სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან - სააკაშვილის ადვოკატი